ევროვიზია 2010-ისთვის მზადება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 2010-01-02 13:16:00

ევროვიზია 2010-ისთვის მზადება დაიწყო. ევროვიზია 2010-ი გაიმართება ნორვეგიის დედაქალაქ - ოსლოში 25, 27 და 29 მაისს ტელენორ არენაში. წელს ევროვიზიაში მონაწილეობას მიიღებს38 ქვეყანა: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია; პოლონეთი; რუსეთი; დიდი ბრიტანეთი; გერმანია; სლოვენია; სლოვაკეთი; სერბეთი; ხორვატია; ყ.ი.რ. მაკედონია; საქართველო; საფრანგეთი; ისრაელი; ლატვია; ნორვეგია; პორტუგალია; რუმინეთი; მალტა; შვედეთი; თურქეთი; ესტონეთი; დანია; კვიპროსი; ირლანდია; საბერძნეთი; ბულგარეთი; ბოსნია და ჰერცოგოვინა; ბელგია; ბელორუსია; ისლანდია; მოლდოვა; ესპანეთი; ჰოლანდია; ფინეთი და უკრაინა 

შეგახსენებთ რომ ქვეყნებმა უკვე გამოაცხადეს შიდა შესარჩევი კონკურსის თარიღი. ჯერჯერობით უცნობია როდის ჩატარდება შიდა შესარჩევი კონკურისი საქართველოში.