"სსფ-ის პროგრამით ათვისებული თანხის მოცულობა 900 მლნ. დოლარს შეადგენს. მისი გადახდა იწყება 2012 წელს და დაფარვა მოხდება 2014 წლამდე. თუმცა თანხის უმეტესი ნაწილის დაფარვა 2013 წელს მოხდება", - აღნიშნა გარდნერმა.
საქართველოში სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელის აზრით, ამ ვალის დასაბრუნებლად საქართველოს მთავრობას პრობლემა არ შეექმნება.
"სწორედ ამაზეა გათვლილი ჩვენი შედგომი პოტენციური პროგრამა - სიფრთხილის აქცენტებით", - აღნიშნა გარდნერმა.