თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი 23:00 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2009-12-31 09:18:00

დღეს, 31 დეკემბერს 23:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი დაიწყება. დასაწყისში ტრადიციული ქართული სიმღერები და ცეკვები შესრულდება, 24:00 საათისთვის კი სცენაზე ლაფლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი გამოჩნდება და მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს მიულოცავს.  

შემდეგ გალა-კონცერტზე 80-იანი წლების ჰიტები შესრულდება. მასში 30-მდე ქართველი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენის რეჟისორი დავით დოიაშვილია. 80-იანი წლების ჰიტები სპეციალურად საახალწლო გალა-კონცერტისთვის მომზადდა.