პერფომანსის თეატრის 15 წლისთავთან დაკავშირებით ვიდეორეტროსპექტივა მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 2009-12-30 08:10:00

30 დეკემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიაში მოეწყობა დისკუსია და მოკლე ვიდეორეტროსპექტივა მარგო კორაბლიოვას პერფომანსის თეატრის 15 წელთან დაკავშირებით.

29 დეკემბერს გაიმართა მარგო კორაბლიოვას ნოეტიკური პერფომანსი და გამოფენა "სამკუთხედი - ჰორიზონტი" (კირკეს მითის თემაზე).

გამოფენა მომზადებულია მომზადებულია დავით ჩიხლაძის, ვასო მაჭარაძის, ლევან მაისურაძის, ნუცი გაბისიანის, სალომე პერტაიას, ხატია შიუკაშვილის, ანი ხარებავას, თამო მეტრეველის, ნიკა წიქარიშვილის მიერ.