კარლო კოპალიანი ხელისუფლებას მიმართავს ბიძინა ივანიშვილის დაუბრუნოს ის რაც წაართვა

საქართველო, თბილისი - 2011-10-21 14:33:00

საპარლამენტო ფრაქცია ~ერთობა სამართიანობისთვის~ წევრი კარლო კოპალიანი ხელისუფლებას მიმართავს ბიძინა ივანიშვილის დაუბრუნოს ის რაც წაართვა.

~პირველ რიგში, ხელისუფლებამ ივანიშვილს უნდა დაუბრუნოს მოქალაქეობა და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი რაც წაართვა. ქართულ პოლიტიკაში უანგარო ადამიანი გამოჩნდა, რომელსაც სოლიდარობას ვუცხადებთ, - ასეთი შეფასება გააკეთა დღეს გამართულ ბრიფინგზე კარლო კოპალიანმა.

დეპუტატმა ის განცხადებით, ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა არ სურს და ქართული პოლიტიკის ოკუპაცია ხდება.

~ხომ არ ვბრუნდებით დაახლოებით 10 საუკუნით წინ, როდესაც სვეტიცხოვლის მშენებელ დიდოსტატს მკლავი მოაჭრეს? ქართულმა საზოგადოებამ, ეკლესიამ თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმაზე რაც ამჟამად ხდება~, - განაცხადა კოპალიანმა. მანვე პარალელი გაავლოიმ ფაქტთან, რომ ~მის საქართველოს~ 1 დღეში აძლევენ მოქალაქეობას, მაშინ, როდესაც უანგარო და სულით ხორცით პატრიოტ ადამიანს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ართმევენ.