ევროკავშირი საქართველოსთვის 19 მლნ ევროს უსასყიდლო ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 2011-10-19 16:44:00

ევროკავშირი საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერისთვის 19 მლნ ევროს უსასყიდლო ფინანსური დახმარების გამოყოფას გეგმავს.

აღნიშნული თანხიდან, 17 მლნ ევრო მიმართული იქნება ბიუჯეტის მხარდასაჭერად, ხოლო 2 მლნ ევრო წარმოადგენს ტექნიკურ დახმარებას.

საბიუჯეტო მხარდაჭერის კომპონენტის პირველი ტრანშის ჩამორიცხვა, რომელიც 5 მლნ ევროთი განისაზღვრება, ხაზინაში 2011 წელის ბოლომდე გადაირიცხება, ხოლო მე-2 ტრანში (6 მლნ ევრო) და მე-3 ტრანში (6 მლნ ევრო) 2012 და 2013 წლებში.