ბასა ფოცხიშვილი: “ქართული ოცნება“ ახალგაზრდული გულწრფელობით არის გაკეთებული

საქართველო, თბილისი - 2011-10-18 16:17:00

„ბერა ივანიშვილის „ქართული ოცნება" ახალგაზრდული გულწრფელობით არის გაკეთებული. სასიამოვნოა, როცა მამას მხარში უდგება და მუსიკით, კლიპით გამოხატავს თანადგომას ეს უკვე მისასალმებელია", - აღნიშნავს „ჯი-ეიჩ-ენთან" კლიპმეიკერმა, ბასა ფოცხიშვილმა.

ცნობისთვის, ბასა ფოცხიშვილი ისეთი ვიდეორგოლების ავტორია, როგორიცაა „გიხაროდენ" და ყველასთვის ცნობილი „უცნობის" სიმღერაზე - „ვაგონი".

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილმა „ქართული ოცნება" მამის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას მიუძღვნა. სოციალურ ქსელ „facebook"-ზე კლიპი რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

„720-კომენტარი, 2700-მოწონება, 1350-გაზიარებადა ეს ყველაფერი ერთ საათში!!! სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ გამოვხატო ჩემი მადლიერება! მართლა, ძალიან მიყვარხართ!
არ გავჩერდეთ, გავაზიაროთ", - წერს ბერა ივანიშილი საკუთარ სოციალურ ქსელში.