შაკირა გროზნოში კონცერტს არ გამართავს

საქართველო, თბილისი - 2011-10-02 12:00:00

ცნობილმა კოლუმბიელემა მომღერალმა შაკირამ სოცილურ ქსელში გამოქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ გროზნოში 5 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე მიწვეული არ არის.

მანამდე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა, რომელსაც 5 ქოტომბერს 35 წელი უსრულდება, განაცხადა, რომ შაკირა, სახელგანთქმული მევიოლინე ვანესა მეი და სხვა ცნობილი სახეები მიწვეული არიან ბიზნეს-ცენტრ "გროზნი-სიტის" გახსნის ცერემონიაზე.

შაკირას ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაცია დაადსტურა მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოშანა სტოუნმაც.

გამოვა თუ არა ვანესა მეი კონცერტზე, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები 500 ათასი დოლარის ჰონორარს პირდებიან, გაურკვეველია.