თბილისი.21.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". რეჟისორი გია კაჭარავა და სოსო ჯაჭვლიანი ახალ ქართულ კომედიას იღებენ, სახელწოდებით "მაიტა ნასოსი". "რამდენადაც ფილმ "სვანში" მკვლელობები იყო, ამ ფილმით შევეცდებით გავანეიტრალოთ და ვაცინოთ მაყურებელი. ფილმის გადაღება ჯერ სვანეთში, შემდეგ კი ბათუმში მიმდინარეობდა, ამჯერად თბილისში რამდენიმე სცენა დარჩა გადასაღები და წლის ბოლოსთვის, პრეზენტაციაზე დავიწყებთ მუშაობას",- განაცხადა ჯაჭვლიანმა.
პროექტის პროდიუსერი ირაკლი ჩიკვაიძეა, სცენარი ავტორები გია კაჭარავა, სოსო ჯაჭვლიანი და ირაკლი ჩიკვაიძე არიან. ფილმში ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი მონაწილეობს: გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, გურამ ფირცხალავა, სოსო ჯაჭვლიანი, შორენა ბეგაშვილი, ნოდარ ხუციშვილი, ჯაბა კილაძე, ხათუნა ბოკუჩავა.