მენტორ მასწავლებელთა შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველო, თბილისი - 2011-09-07 08:08:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მენტორ მასწავლებელთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დღეს, 7 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი ბრიფინგს გამართავენ.