ქვესადგურში "ნუცუბიძე" სარემონტო სამუშაოების გამო ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
საქართველო, თბილისი - 2011-09-02 11:40:00
![]()
ქვესადგურში "ნუცუბიძე" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 5 სექტემბერს 13 საათიდან 15 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ნუცუბიძის II, III, IV, V მიკრორაიონების, გამრეკელის, ჟღენტის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონეტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.