"პიკი" ნინო კირთაძის "ჩეჩნური იავნანას" ჩვენებას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2011-08-31 18:46:00

დღეს, 31 აგვისტოს, 20:00 საათზე, "პირველი საინფორმაციო კავკასიური" რეჟისორ ნინო კირთაძის ფილმის "ჩეჩნური იავნანას" ჩვენებას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "პიკიდან" აცნობეს, ფილმი ჩეჩნეთის მეორე ომს ეძღვნება.

"აღნიშნული ფილმით მოხდება ჩეჩნეთის ომის შესახებ საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების თვის - "სიმართლე ჩეჩნეთის შესახებ" გახსნა", - ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეზოში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.