ტურიზმის ეროვნული სააგენტო პრეზენტაციას აწყობს

საქართველო, თბილისი - 2011-08-09 17:41:00

ტურიზმის ეროვნული სააგენტო სამომავლო გეგმების პრეზენტაციას მოაწყობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სამინისტროში ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე საქართველოში ტურიზმის განვითარებისტენდენციებზე, ტურიზმის სექტორში დასაქმების მაჩვენებელზე, განვითარების დინამიკასა და სამომავლო გეგმების შესახებმედიას ანგარიშს წარუდგენს.