თბილისი.22.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურის სამინისტროს ინიციატივით წარმოადგენს კინოტელედრამატურგიის სამაგისტრო პროგრამას, რომლის ხელმძღვანელებიც არიან დრამატურგი კოტე ჯანდიერი და კინომცოდნე ნინო მხეიძე. საბუთების მიღება გრძელდება 25 სექტემბრის ჩათვლით.