"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრები აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-18 18:19:00

პარლამენტმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრები აირჩია.


  პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ: გიგა ნასარიძე, ნოდარ სარჯველაძე, ემზარგოგუაძე, ავთანდილ ანთიძე, ნინო დანელია, ლია ჩახუნაშვილი და შორენა შავერდაშვილი.


  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე სამ-სამი კანდიდატურა იყოწარდგენილი.