ნორვეგიის პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად არა 93, არამედ 76 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 2011-07-26 10:06:00

ნორვეგიის პოლიციამ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი შესაბამის სიაში ორჯერ აღრიცხა.

დაშვებული შეცდომების აღიარება უკვე მოხდა. პოლიციის კომისრის იოსტაინ მაელანდის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-ს შეადგენს და არა 93-ს, როგორც ეს თავდაპირველად განაცხადეს.

სამართალდამცველების განმარტებით, ზოგიერთი გარდაცვლილის ორჯერ აღრიცხვა მოხდა, რამაც უზუსტობა გამოიწვია.

გარდაცვლილთაგან 68 კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკზე განხორციელებული თავდასმის შედეგად დაღუპულია.

ნორვეგიაში ისევ გლოვის დღეებია.