სტუ-ის სტუდენტები ვეტერან ფეხბურთელებს ხვდებიან

საქართველო, თბილისი - 2011-06-15 13:53:00

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ადმინისტრაციული კორპუსის წინ, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაიწყო შეჯიბრება "ქუჩის ფეხბურთში" (street soccer). ღონისძიება მუსიკალური გაფორმების თანხლებით მიმდინარეობს.

ღონისძიების პარალელურად, 15:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის შეხვედრების ოთახში გაიმართება შეხვედრა ცნობილ ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან.

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.