ნიკა გილაური აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2011-06-14 15:05:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პერსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობის მიმდინარეობის საკითხს.

აღნიშნული შეხვედრები ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში 6 თვეში ერთხელ იმართება.