ხვალ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 2011-06-13 21:30:00

ხვალ, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგები გახდება ცნობილი. კონტროლის პალატის ინფორმაციით, ხვალ, 14 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს კონტროლის პალატაში გაიმართება ბრიფინგი ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების შესახებ.