"კოპალაში" კირა მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 2011-05-27 18:07:00

28 მაისს, 18:00 საათზე, საგამოფენო დარბაზ "კოპალაში" ქართველი მხატვრის კირა მიქელაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

მიქელაძის შემოქმედების უმთავრესი ნაწილი ყვავილების ნატურმორტებს ეთმობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული, ისე ნაქარგი ტილოები.

გამოფენა 31 მაისს დაიხურება.