საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გურამ გირგვლიანის სარჩელი განიხილება

საქართველო, თბილისი - 2009-12-11 09:15:00

11 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განიხილება გურამ გირგვლიანის სამოქალაქო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოპასუხეების _ გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურის, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ.

გურამ გირგვლიანის ინტერესებს ადვოკატები შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი წარმოადგენენ.