ქრთამის აღების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-10 16:05:00

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის გამომძიებელი იური სტეფანიშვილი დააკავა. 

ეჭვმიტანილი ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელს ფინანსური დარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმის შემცირებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი მისგან 10 ათასი ლარი მოითხოვა.

სამართალდამცველებმა სტეფანიშვილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, მას თანხის ნაწილი - 5 ათასი ლარი აღმოაჩნდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.