კუდ-მა შემოსავლების სამსახურის მებაჟე დააკავა

საქართველო, თბილისი - 2009-12-10 15:58:00

კონსტიტუციური უსართხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე დააკავეს.

როგორც კუდ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, მებაჟე ზურაბ გულბანი საბაჟო გადასახადების შემცირების სანაცვლოდ მოქალაქეებს ქრთამის სახით სისტემატურად სძალავდა თანხას. ის დაკავებულ იქნა ქრთამის სახით მორიგი 500 ლარის აღების ფაქტზე.

დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს