გენერალურმა ინსპექციამ თბილისიის პროკურატურის პროკურორი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2009-12-10 12:38:00

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თბილისიის პროკურატურის პროკურორი დააკავა. 

გამოძიების ინფორმაციით, ზვიად სალია ნარკოტიკების შენახვა-შეძენის ბრალდებით დაკავებულ გიორგი დევდარიანს პრობლემის მოგვარებას დაპირდა და ოჯახის ადვოკატისთვის განკუთვნილი თანხიდან 2 ათასი ლარი გამოართვა.

  ამასთან, ზვიად სალიამ დაკავებულის ოჯახისგან გირაოს სანაცვლოდ კიდევ ორი ათასი ლარი აიღო. 

აღნიშნული დანაშაული ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს