პროფკავშირების სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 2009-12-10 10:07:00

პროფკავშირების სახლს წუხელ ცეცხლი გაუჩნდა.

წინასწარი ინფორმაციით, აალება გაუმართავმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. დამწვარია მეორე სართულზე მდებარე ოფისი, სადაც ერთ-ერთი ფირმის ოფისი იყო განთავსებული.

პირველად ცეცლი კომპიუტერს გაუჩნდა, რის შემდეგაც ის მთელს ოთახს მოედო. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შესძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.