ხვალ ე. წ. უდოს კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართება
საქართველო, თბილისი - 2009-12-09 21:27:00
![]()
პატიმრების პირობით ვადამდე გათავისუფლების, ე. წ. უდოს კომისიის რიგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება, _ ამის შესახებ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.
"სამინისტრომ გადაწყვიტა, მეტ მსჯავრდებულს მიეცეს შესაძლებლობა, ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდეს", _ განაცხადა შაშკინმაა.
პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის რიგგარეშე სხდომა 10 დეკემბერს გაიმართება, ხოლო გეგმური სხდომა დეკემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.