თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი ბესარიონ ჭოლოკავა დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-09 15:28:00

სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი ბესარიონ ჭოლოკავა დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ჭოლოკავა საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს უკანონოდ სძალავდა. გამოძიებას 5 დაზარალებული უკვე ჰყავს.

მომხდარზე გამოძიება თაღლითობი მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ადვოკატს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.