პიერ კარდენი სამოდელო იმპერიას მილიარდ ევროდ გაყიდის

საქართველო, თბილისი - 2011-05-03 19:41:00


მსოფლიოში სახელგანთქმული მოდელიერი პიერ კარდენი გავლენიან გამოცემა Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მზადაა საკუთარი ბიზნესი 1 მილიარდ ევროდ გაყიდოს.

გამოცემის ინფორმაციით, სამოდელო სახლ Pierre Cardin-ს ბანკები მხოლოდ 200 მილიონ ევროდ აფასებენ, რაც იმ თანხაზე ხუთჯერ ნაკლებია, რასაც მისი დამფუძნებელი მოელის.

"ახლა მისი გაყიდვა მსურს. ვიცი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ აღარ ვიქნები, ბიზნესი კი უნდა განვითარდეს", _ აცხადებს 88 წლის მოდელიერი.

შეგახსენებთ, პიერ კარდენის სამკერვალო იმპერია 1949 წელს დაფუძნდა. პიერ კარდენს მემკვიდრეები არ ჰყავს.