ქრთამის აღების ფაქტზე მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-08 18:09:00

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ირა კოკაია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, კოკაიამ მოქალაქეს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების სანაცვლოდ, ქრთამის სახით 1000 აშშ დოლარი გამოსძალა.

დანაშაული თავისუფლების 9-წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.