პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „FELLOW"-ის კაპიტანი 65000 ლარით დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 17:47:00

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი „FELLOW"-ის კაპიტანი, თურქეთის მოქალაქე ვლადიმერ ზაბოლოდსკი საქალაქო სასამართლომ ზღვის დაბინძურებისათვის დააჯარიმა.

საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58 მე-2 მუხლით, რომელიც ზღვის დაბინძურებას გულისხმობს და დაეკისრა ჯარიმა 65000 ლარის ოდენობით და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2117 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი FELLOW"-ი 4 დეკემბერს დააკავეს.