სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისათვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 17:45:00

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა  საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 

სასაზღვრო სექტორ „გონა"-ს დასაცავ მონაკვეთზე, N8 სამმართველოს და ონის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნა ავთანდილ გოგრიჭიანი და მახარე ლობჟანიძე.

დაკავებულებს ჩხრეკის შედეგად აღმოაჩნდათ მცირე კალიბრიანი შაშხანა (N-X3623), ორი ცალი ვაზნით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „აკმ"-ი (N-HY7745), ერთი მჭიდით და ათი ცალი საბრძოლო ვაზნით.

აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის I და II ნაწილით.