აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქე როვშან ბაირამოვი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 17:07:00

ნიზამინის პოლიციის 24-ე საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად ადამიანისათვის დანით ჭრილობების მიყენებისათვის საქართველოს მოქალაქე როვშან ბაირამოვი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ, ბაქოს პოლიციის მთავარი სამმართველო ავრცელებს. 

დაჭრილი მურად ისმაილოვი #3 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მისთვის ჩატარებული ღონიძიებებისა ოპერაციის შედეგად სისხლდება შეჩერებულია.

წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული საკოლმეურნეო ბაზრის ტეროტორიაზე დასახლების მე-8 კოლომეტრზე მოხდა. ნიზამინის პოლიციის 24-ე საგამოძიებო სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.