საია მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ღია კარის დღეს აწყობს

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 15:47:00

 ხვალ, 8 დეკემბერს, 11:00-დან 16:00 საათამდე საქართველოს ახალგაზრდა იურიუსტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აწყობს ღია კარის დღეს. თემა _ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება!

თუ გსურთ მიიღოთ უფასო კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მობრძანდეთ საიას ოფისში (კრილოვის ქ. # 15)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მსგავსი ტიპის ღია კარის დღეს სხვადასხვა თემებზე სამომავლოდაც მოაწყობს.