ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს პოლიციის ვიცე-პოდპოლკოვნიკი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 12:44:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს სამმართველოს დეტექტივი, პოლიციის ვიცე-პოდპოლკოვნიკი ბაგრატ ქოჩორაშვილი დააკავა. 

დაკავებული პოლიციელი წალკა-თეთრიწყაროს ტერიტორიაზე სისტემატურად აცილებდა საგზაო-სამშენებლო ობიექტებიდან მოპარულ დიზელის საწვავით სავსე ავტომანქანებს.

ამის სანაცვლოდ, პოლიციელი გარკვეულ თანხას იღებდა. ბაგრატ ქოჩორაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ავტომანქანის გაცილების სანაცვლოდ, ის ერთ-ერთი მოქალაქისგან 300 ლარის ოდენობით ქრთამს იღებდა.