მუხროვანის ამბოხებაში განსასჯელების პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2009-12-07 10:06:00

დღეს, 7 დეკემბერს, მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში განსასჯელების სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. სასამართლო პროცესზე ფარული ვიდეო- და აუდიომასალის გამოქვეყნება მიმდინარეობს. პროცესის დახურვა პროკურორმა მოითხოვა. 

ფარული მასალების გამოქვეყნების ეტაპის გასვლის შემდეგ სასამართლო პროცესიც გაიხსნება.

მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში განსასჯელი 28 პირია. ამბოხება მუხროვანის სამხედრო ბაზაზე 2009 წლის 5 მაისს მოხდა.