დეპუტატის თქმით, განათლების სამინისტრომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 7-8 მინისტრი შეიცვალა და იმედია შაშკინი ამ თანამდებობაზე დარჩება, "რაც დარგისთვის კარგი იქნება".
"ყოველ ახალ მინისტრს მოჰქონდა ახალი კონცეფცია, ახალი ლოტოტრონი, ახალი გამოცდები, ახალი შეხედულებები. ამან თავდაყირა დააყენა სისტემა და მთავარი დაზარალებული გამოვიდა ბავშვი, მშობელი და პედაგოგი", - მიმართა განათლების მინისტრს ცაგარეიშვილმა.