სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარდა

საქართველო, თბილისი - 2009-12-04 14:36:00

 საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტური შელფის ნაწილზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დღეს აუქციონი ჩაატარა. 

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური უწყებიდან აცნობეს, აღნიშნულის საწყისი ფასი - 2 000 000 აშშ დოლარს, "ბიჯი" - 200 000 აშშ დოლარს, გასაყიდი ფასი კი - 2 200 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

აუქციონში მონაწილეობის მიღების შესახებ სამინისტროში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო შესული - შპს "მარინ რისორსიზ ექსპლორეიშენ ინტერნეშენალ ბ.ვ." -მ ლიცენზია 2 200 000 აშშ დოლარად შეიძინა.