მთავრობა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე Duty Free-ს მაღაზიების მოწყობის საკითხზე იმსჯელებს

საქართველო, თბილისი - 2011-03-25 14:55:00


უახლოეს პერიოდში, მთავრობა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, Duty Free მაღაზიების მოწყობის საკითხზე იმსჯელებს.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის მიხედვით, ვაჭრობა ნებადართული იქნება 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, როგორც სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის, შედარებით დაბალი ფასებით უზრუნველყოფას.