გახდება შესაძლებელი ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება

საქართველო, თბილისი - 2009-12-04 12:31:00

უახლოეს მომავალში საქართველოში ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება გახდება შესაძლებელი 

უახლოეს მომავალში საქართველოში ქართულენოვანი დომენური სახელების გამოყენება გახდება შესაძლებელი.

შესაბამისი პროგრამა ICANN-მა 2009 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. პროგრამის ფარგლებში დაიწყება დომენური სახელების ინტერნაცინალიზაცია. 

პროგრამის პრეზენტაცია და განხილვა დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომათა დარბაზში გაიმართება.