საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ

საქართველო, თბილისი - 2009-12-03 14:02:00

 საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებად არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაინიშნენ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 2009 წლის 1 დეკემბერს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად დაამტკიცა არჩილ მესტვირიშვილის, ოთარ ნადარაიასა და ლაშა ჯუღელის კანდიდატურები.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.