საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები კახა ბაინდურაშვილს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 2009-12-03 08:32:00

 3 დეკემბერს, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრები ~შერატონ მეტეხი პალასში~ ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილს შეხვდებიან. მხარეები ბიზნესთან დაკავშირებულ აუქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

საუბარი შეეხება საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში ბიზნესასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების ჩართვასაც. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.