ინტელექტუალური თამაშები ხორციელდება პროექტ "სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობის" ფარგლებში. პროექტი ითვალისწინებს სტუდენტების მიერ მომზადებული მოკლევადიანი პროგრამების დაფინანსებასა და განხორციელებას. სულ პროექტში 30-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 4 გუნდში იყვნენ განაწილებულნი. თითოულმა გუნდმა წარმოადგინა თითო პროექტი, რომლის განხორციელებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაუჭერს მხარს.
პროექტის "სტუდენტური ინიციატივების ხელშეწყობა" ხორციელდება ა/ო "ახალგაზრდობის განვითარების სახლის" მიერ, ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი".