ბაკურ კვეზერელი სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოვაუჩრს გადასცემს

საქართველო, თბილისი - 2011-02-16 18:35:00

ხვალ, 17 თებერვალს, 10:00 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი სოციალურად დაუცველ ოჯახს ენერგოვაუჩრს გადასცემს.

ხვალვე, 12:00 საათზე, სოფლის მეურნეობის მინისტრი და კახეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული საპატრიარქოსთან არსებულ წმინდა ილია მართლის სასულიერო გიმნაზიას საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სურსათს გადასცემენ.