დუშეთის რაიონში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 2011-02-16 11:08:00

დუშეთის რაიონში ილია ჭავჭავაძის ბიუსტი მოიპარეს.

ის რაიონული სასამართლოს ყოფილი შენობის ეზოში იდგა, სადაც იქ მე-19 საუკუნის ბოლოს თავად ილია ჭავჭავაძე მუშაობდა.

ბიუსტს უახლოეს მომავალში რესტავრაცია უნდა ჩატარებოდა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ილია ჭავჭავაძის ბიუსტი დუშეთის რაიონული სასამართლოს ყოფილი შენობის ეზოში 1960-იან წლებში დაიდგა.