„იმის გამო, რომ სახლის უსადენო ტელეფონი თბილისისა და რეგიონების მცხოვრებთათვის ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა და მოთხოვნა ამ პროდუქტზე ძალიან დიდია, გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ქსელი და უფრო მეტ აბონენტს მივცეთ შესაძლებლობა ისარგებლოს ამ სერვისით" - განაცხადა ჩDMA პროექტის განვითარების დირექტორმა, გიორგი ჯიბლაძემ.
2009 წლის ნოემბრიდან სახლის უკაბელო ტელეფონზეც დიფერენცირებული ტარიფები ამოქმედდა, რითაც კომპანია 450 000 აბონენტს ულიმიტო, შეუზღუდავი კავშირის შესაძლებლობას აძლევს.
„გაერთიანებული ტელეკომი" ამ ეტაპზე უსადენო ქსელით 51 000 აბონენტს ემსახურება და, ისევე როგორც ფიქსირებულ ქსელში აქცენტს ხელმისაწვდომ ტარიფებზე აკეთებს. თითოეულ აბონენტს შესაძლებლობა აქვს 3 სხვადასხვა პირობების პაკეტიდან აირჩიოს სასურველი. დაწესებულია 50%-იანი შეღავათი პირველი ჯგუფის უსინათლო აბონენტებზე თბილისში.