პოლონეთში, უკრაინის საზღვართან უცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი, ჩამოვარდა - მედია

საქართველო, თბილისი - 2025-09-06 23:40:00

პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი, სავარაუდოდ, დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ პოლონური გამოცემა RMF FM ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ მაიდან-სელეცში მოხდა.

მონაცემები დაადასტურეს პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ადგილობრივი ხელისუფლება ობიექტის ჩამოვარდნის გარემოებებს სწავლობს

აღნიშნულია, რომ ობიექტი შენობებიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით ჩამოვარდა.