დღეს, 26 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაზე განიხილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების შეუსრულებლობის გამო სს "თელასისათვის" ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების პროექტიც.
კომისიის წევრები განიხილავენ ასევე მოქალაქე გ. ჯაფარიძესა და სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს. ასევე მოქალაქე ი. სიხარულიძესა და სს "თელასს" შორის არსებული დავის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების პროექტს.