დედაქალაქის მერია ინვესტორებს ბიზნესგეგმას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 2011-01-20 16:59:00

დედაქალაქის მერია ინვესტორებს ბიზნესგეგმას სთავაზობს.

ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელიც თბილისში მიწის ნაკვეთს შეიძენს, ქონების მართვის სააგენტო ინვესტირების პირობით გადასცემს.

კომპანია "ველაჯიო" ერთ-ერთია, რომელმაც მიწის ნაკვეთი წელს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან ინვესტირების ვალდებულებით შეისყიდა. გლდანში მდებარე 2 ჰექტარ ფართობზე 3 წლის განმავლობაში აშენდება სავაჭრო ცენტრი, სადაც 150 ადამიანი დასაქმდება. მოეწყობა გამწვანების ზოლი და დასასვენებელი სკვერი. კომპანია 3 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

2010 წელს ქონების მართვის სააგენტოს მიერ გასხვისებულ უძრავ ქონებაში 35 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც დაახლოებით 600-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.