პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2024-11-28 14:00:00

პარლამენტმა საქართველოს ახალი მთავრობა და სამთავრობო პროგრამა დაამტკიცა. პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა - წინააღმდეგი არავინ იყო.

მთავრობას ისევ ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა: 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;

ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.