მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 2024-11-25 10:15:00

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილი ილია დარჩიაშვილს შეცვლის.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე მაკა ბოჭორიშვილი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.